„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფისა და განმავითარებელი შეფასებების, ასევე ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 სამიზნე საგანში შეიქმნა დავალებები და დადგინდა სტანდარტები.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნილ მოხსენებაში წერს, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას ეხება. (ივნისი, 2025 – მაისი 2026).
ის, რომ მთავრობის მიერ სკოლებში ეროვნული შეფასების დაბრუნება განიხილებოდა, სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა საგულისხმოა, რომ გასულ წელს პრემიერ-მინისტრი ამ თემას განსხვავებული შინაარსით გვაცნობდა:
“გ ა მ ო ც დ ე ბ ი: საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი.
ამასთან, შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს”.
დაკარგა თუ არა ამ გეგმამ ძალა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების დაწყების შემდეგ, ამაზე პრემიერ-მინისტრის 2026 წლის მოხსენებაში არაფერია ნათქვამი.
ამავე თემაზე:
სკოლებში მოსწავლეთა ეროვნული შეფასებების ჩასატარებლად მზადება დაწყებულია – ვინ შექმნის ტესტებს
-
70-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2026 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
by ARIS.GE-განათლება
-
რა ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაში – მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი გეგმა წარუდგინა
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ მიმდინარეობს სარეალიზაციო პუნქტში სასკოლო ფორმების გაყიდვა – EDU.ARIS.GE-ს რეპორტაჟი (+ფოტოები)
by ARIS.GE-განათლება