თბილისის ზოოპარკის ვეტერინარმა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
29 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ თბილისის ზოოპარკის წარმომადგენელმა ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა – ლექციას ზოოპარკის ვეტერინარი სანდრო ბაგათელია უძღვებოდა.
უნივერსიტეტის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მომხსენებელმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ზოოპარკში ვეტერინარად მუშაობის თავისებურებები, პროფესიისთვის დამახასიათებელი გამოწვევები, აუცილებელი უნარ-ჩვევები და ის პასუხისმგებლობები, რომელიც ზოოპარკის ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
სანდრო ბაგათელიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ დადებით ემოციებსა და პროფესიულ კმაყოფილებაზე, რომელსაც სპეციალისტები გადარჩენილი და გამოჯანმრთელებული ცხოველებისგან იღებენ.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ზოოპარკში ბინადარი ცხოველების სახეობრივი თავისებურებები, ჯიშობრივი მახასიათებლები, მათთან მუშაობისას არსებული რისკები, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები და ანესთეზიის სწორად ჩატარების მნიშვნელობა.
სტუდენტების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კითხვა-პასუხის რეჟიმში და შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
შეხვედრას „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ფაკულტეტის წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ. დასასრულს, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც სტუდენტებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო და პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.
-
“ევროპის უნივერსიტეტის” ინიციატივით ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026“ „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 10 სტუდენტი ერაზმუს+ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში იტალიაში იმყოფებოდა
by ევროპის უნივერსიტეტი