GE

აბიტურიენტების მოსამზადებელი უფასო კურსები ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ 2 უფასო კურსს სთავაზობს:

მათემატიკაში მოსამზადებელი უფასო ორთვიანი კურსი
კურსი 8 კვირაზე ნაწილდება და სრულად ფარავს ზოგადი უნარების მათემატიკური ნაწილით გათვალისწინებულ საგამოცდო პროგრამას.

კურსს გაუძღვება ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი დავით ბრეგვაძე. მას სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,
კურსის სილაბუსი და დეტალური განრიგი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1-ლი მაისი, 2019
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა.

სამოქალაქო განათლებაში მოსამზადებელი უფასო ორთვიანი კურსი
კურსი 10 კვირაზე ნაწილდება და სრულად ფარავს სამოქალაქო განათლების საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს.
კურსი დაიწყება 4 მაისს და დასრულდება 6 ივლისს.

კურსს ილიაუნის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი გაუძღვება.
კურსის სილაბუსი და დეტალური განრიგი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1-ლი მაისი, 2019
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ორივე მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც 2019 წელს აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და საბაზისო დონეზე ფლობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამის საგნობრივ პროგრამას. კურსების მიზანია აბიტურიენტების ცოდნის გაღრმავება და გამოცდების ჩაბარების ტექნიკებში დახელოვნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის
abiturienti@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (352)
Facebook.com/Iliauni010

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური