GE

ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი – „კარიერული განვითარების ბანაკი 2026“ იწყება

მომავალი პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც აბიტურიენტებს უწევთ. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად, ალტე უნივერსიტეტი იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს – „კარიერული განვითარების ბანაკს“, რომელიც 8-10 მაისს ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში ჩატარდება.

პროექტი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიების გაცნობას, კარიერული დაგეგმვის უნარების განვითარებას და საკუთარი ინტერესების უკეთ გააზრებას.

კარიერული განვითარების ბანაკი არის სამდღიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა პროფესიის შესახებ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას – გარემოში, სადაც პროფესიული ორიენტაცია, თვითშემეცნება და განვითარება ერთიან პროცესად იქცევა.

რას სთავაზობს წლევანდელი ბანაკი მონაწილეებს

კარიერული განვითარების ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან და დინამიკურ პროგრამას, რომელიც აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ისე – სახალისო და ინტერაქციულ გამოცდილებებს:

  • პროფესიული ორიენტაციის ვორკშოპები;
  • შეხვედრები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, დეკანებთან და პროგრამების ხელმძღვანელებთან;
  • კარიერული განვითარების ტრენინგები;
  • ინტერაქციული აქტივობები და სახალისო თამაშები;
  • პიროვნული განვითარების სესიები – კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, გუნდური მუშაობა;
  • ახალი მეგობრები, კავშირები და გამოცდილებები, რომლებიც მონაწილეებს დიდხანს გაჰყვებათ.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ 1000-ლარიანი სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტისგან.

ბანაკი ტრადიციულად ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში გაიმართება – გარემოში, რომელიც აერთიანებს სწავლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, ბუნებას და აქტიურ საგანმანათლებლო ატმოსფეროს.

ეს არის სივრცე, სადაც სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექციებით – აქ იქმნება გამოცდილება, ემოცია და ადამიანური კავშირები, რომლებიც მონაწილეებს დიდი ხნით რჩებათ.

რატომ არის ეს ბანაკი მნიშვნელოვანი

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა – ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები პირველად იწყებენ საკუთარ მომავალზე გაცნობიერებულად ფიქრს.

როგორც ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილი აღნიშნავს:

„დღეს ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევა ბევრად უფრო რთულია, რადგან შესაძლებლობებიც და არჩევანიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარიერული განვითარების ბანაკი სწორედ ის სივრცეა, სადაც აბიტურიენტებს შეუძლიათ, საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე დაფიქრება, სხვადასხვა სფეროს გაცნობა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისინი მარტო არ იყვნენ და ჰქონდეთ მხარდაჭერა, რომელიც მათ სწორი კარიერული გზების პოვნაში დაეხმარებათ“.

ვისთვის არის კარიერული განვითარების ბანაკი

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, რომლებიც ინტერესდებიან:

  • პროფესიული გზის გააზრებით;
  • საკუთარი ინტერესებისა და უნარების აღმოჩენით;
  • სხვადასხვა სფეროში არსებული შესაძლებლობების გაცნობით.

როგორ მიიღებ მონაწილეობას

ბანაკზე რეგისტრაცია 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური