აბიტურიენტებისა და მასწავლებლების გამოცდები მოახლოვდა – 12 სუპერ ტექნიკა სწორად მეცადინეობისთვის BBC-სგან
მალე გამოცდები გაქვთ და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა გსურთ? ტესტირებისთვის მომზადება საკმაოდ რთულია. აპლიკანტები ხანდახან იმასაც კი ვერ ვხვდებით, თუ საიდან ჯობს დაწყება. თუმცა მეხსიერების, კონცენტრაციისა და ხასიათის გასაუმჯობესებელი ხრიკები ნამდვილად არსებობს.
ჩვენ ნეირობიოლოგების, ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების რჩევებს თავი მოვუყარეთ. ასევე პედაგოგებისა და სტუდენტების აზრიც გავითვალისწინეთ და მათ საფუძველზე რჩევების ჩამონათვალი შევადგინეთ. აღნიშნული რეკომენდაციები კონცენტრაციის მობილიზებასა და მოსამზადებელი პერიოდის გაუმოჯობესებაში დაგეხმარებათ.
საუზმე და ,,საკვები ტვინისთვის“
სხეულს სწორი ფუნქციონირებისთვისა და კონცენტრაციისთვის ენერგია სჭირდება. მის საკმარის მარაგს კი გლუკოზა განაპირობებს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომლებიც საუზმობენ, გამოცდებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვინაიდან მათ კონცენტრაცია და ინფორმაციის გახსენება არ უჭირთ. სწორედ ამიტომ, დღე ნახშირწყლების მიღებით უნდა დაიწყოთ. შეგიძლიათ შვრიის ფაფა, ან შაქრის დაბალი შემცველობის მქონე მიუსლი მიირთვათ. ასევე მნიშვნელოვანია რაციონის ცილებით გამდიდრება: ცოტაოდენი რძე, იოგურტი ან კვერცხვი.
მიირთვით ტვინისთვის „გამოცდილი“ საკვები. ესენია კვერცხი, ცხიმიანი თევზი (სკუმბრია, ორაგული ან სარდინები, რომელიც ომეგა-3 არის მდიდარი), მარცვლეული, კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი (და საერთოდ ყველა მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტეული), პომიდორი და ავოკადო. გაითვალისწინეთ, რომ სასმელი, რომელიც ანტიოქსიდანტებსა და ანტოციანებს შეიცავს მეხსიერებისა და ხასიათის გაუმჯობესება შეუძლია. ისინი შეიძლება შეიცავდეს მოცვს, მარწყვს, თხილს, ზეითუნს, და შავ შოკოლადს, რომელიც თქვენ სხეულსა და გონებას კვებავს.
ადრე დაიწყეთ…
გამოცდისთვის მომზადება მის თარიღამდე ბევრად ადრე დაიწყეთ. ასე თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ და ინფორმაციის უაზროდ დაზეპირებაც არ მოგიწევთ. მეცადინეობას დასვენებულ ტვინზე, დილაობით გირჩევთ. სასწავლი მასალის დიდი ნაწილი დღის მეორე ნახევრისთვის არ მოიტოვოთ, ვინაიდან ამ დროს თქვენ დაღლილი იქნებით. შეეცადეთ სამეცადინო გრაფიკი ისე გაწეროთ, რომ ამ საქმით ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს დაკავდეთ.
გადაწყვიტეთ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება
თქვენ წერითი, ზეპირი თუ პრაქტიკული გამოცდა გელით? თითოეულ მათგანს განსხვავებული მომზადება და მიდგომა ჭირდება. ამიტომ გამოცდის ფორმატი აუილებლად გაარკვიეთ. ასე თქვენ ზუსტად გეცოდინებათ თუ როგორ მოემზადოთ მისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თემა უნდა დაწეროთ, შეიძლება ყველა საკითხის მოცვა არც დაგჭირდეთ. ასეთ დროს ერთ თემაზე ფოკუსირებასა და მის სიღრმისეულ შესწავლას გირჩევთ. ხოლო თუ თქვენ გამოცდაში იქნება ტესტები, რომელთაც პასუხის რამდენიმე ვარიანტი აქვს, უფრო ფართო სასწავლო პროგრამის მომზადება მოგიწევთ.
შეადგინეთ გეგმა
ეს შეიძლება შრომატევად საქმედ მოგეჩვენოთ, მაგრამ კომპლექსური გეგმის შედგენით დროს ნამდვილად დაზოგავთ. თქვენ ერთი წუთის დახარჯვაც კი არ მოგიწევთ იმაზე, რომ გადაწყვიტოთ ზუსტად რა ისწავლოთ. გეგმა რაც შეიძლება დეტალურად გაწერეთ, ნებისმიერი გადასახედი დეკუმენტისა ან შენიშვნის ჩათვლით და მიყევით მას. არ დაგავიწყდეთ დროის გამოყოფა ურთიერთობისთვის, სპორტისთვის და ნებისმიერი სხვა შესვენებისთვის.
ინტერვალები შეიძლება თქვენი საუკეთესო მოკავშირეები გახდნენ
აუცილებლად გადაანაწილეთ თქვენი მეცადინეობები და დაზეპირებაზე არც იფიქროთ. ბევრად უკეთესია მეცადინეობას ათი დღის განმავლობაში თითო საათი დაუთმოთ, ვიდრე საგანი ერთ დღეში ათი საათის განმავლობაში იზეპიროთ. ინფორმაციის დამახსოვრებისთვის დრო არის საჭირო და დამტკიცებულია, რომ ამისთვის ინტერვალების მეთოდი ყველაზე ეფექტურია. ის ,,სწავლისა და მეხსიერების სფეროს ექსპერიმენტული კვლევების მთელ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო სტრატეგიად“ არის დასახელებული. თუმცა გახსოვდეთ, რომ ის გამოცდის ყველა ტიპს შეიძლება არ მოუხდეს. რაც შეეხება დამახსოვრების სხვა მეთოდებს, შეგიძლიათ სცადოთ ინტერვალურ გამეორებაზე დაფუძნებული ფლეშ ბარათები, ასოციაციური ბარათები, ჯგუფური სამუშაოები და საუბრის ჩაწერები,მათი შემდგომი მოსმნით.
გამოცადეთ საკუთარი თავი
წამყვანი ფსიქოლოგებისა და ნეირობიოლოგების თქმით ,,თვითტესტირება“ ინფორმაციის ასათვისებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია. ეს ტექნიკა მასალის გააზრებაში, და არა მის უაზროდ დაზეპირებაში, დაგეხმარებათ. საკუთარი თავის შემოწმების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია საცდელი ტესტირების გავლა. ასევე შეგიძლიათ მასალის მორიგი გამეორების შემდეგ საკუთარ თავს კითხვები დაუსვათ.
გახდით მასწავლებელი
გაინტერესებთ რა უნდა ქნათ თუ მასალა დაისწავლეთ და საკუთარი თავი შეამოწმეთ კიდეც? ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი ცოდნა სხვებს გაუზიაროთ და ასწავლოთ.
მასწავლებლობა კარგად ნაცნობი ტექნიკაა და ,,პროტეჟეს ეფექტის“ სახელით არის ცნობილი. ეს მიდგომა თქვენ მეხსიერებასა და დამახსოვრების შესაძლებლობას ასტიმულირებს. იმისათვის რომ სხვას ასწავლოთ თქვენ ცოდნას ზუსტი ორგანიზაცია უნდა გაუწიოთ.
იყავით გონიერი და შეინახეთ თქვენი ტელეფონი
ტელეფონები საჭიროა, მაგრამ არა სწავლის დროს. სოციალური ქსელები თქვენ ყურადღებას გაფანტავს და თან გდევთ ,,რაღაც მნიშვნელოვანის გამოტოვების შიში“
(ინგლ. Fear of missing out ან FOMO). დამტკიცებულია, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებთ ტელეფონთან, მით დაბალია თქვენი ნიშნები. ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს, რომ მას მაგიდაზე დატოვებთ და ხელს არ მოკიდბთ.
ნაკლები მუსიკა, მეტი სიჩუმე
სტუდენტები, რომლებიც მშვიდ გარემოში სწავლობენ, მასალას უკეთესად იმახსოვრებენ. ეს რჩევა განსაკუთრებით ინტრავერტებმა უნდა გაითვალისწინონ. ექსტრავერტებთან შედარებით ისინი ფონად ჩართულ მუსიკაზე უფრო ერთობიან.
რეგულარული შესვენება, სუფთა ჰაერი და ფიზიკური ვარჯიშები
ეფექტური მეცადინეობა შეუწყვეტელს არ ნიშნავს. მეცადინეობებს შორის შესვენება სასწავლი მასალის დამახსოვრების მეტ შანსს იძლევა. თქვენი სხეული და გონება ერთმანეთსაა მიჯაჭვული. ფიზიკური ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ ტვინისთვის მეტი ჟანგბადის მიწოდების საწინდარია. ამგვარად ტვინი უკეთესად ფუნქციონირებს, ეს კი ზუსტად ის არის, რაც საგამოცდო პერიოდში გჭირდებათ. გარდა ამისა რეგურალურ ფიზიკურ ვარჯიშებს შფოთვის დამარცხება და ადამიანის თვითშეფასების ამაღლება შეუძლიათ. სუფთა ჰაერზე გასაეირნების შემდეგ სამუშაო მაგიდასთან კონცენტრაციაც არ გაგიჭირდებათ.
იძინეთ
გამოცდის წინა ღამეს თქვენ კარგად უნდა გამოიძინოთ. თუმცა ეს წესი მთელ წინასაგამოცდო პერიოდს ეხება. თავის დროზე დაძინების შედეგად თქვენ დილით ადრე გაღვიძებას და დღის გეგმის შესრულებას ყოველგვარი გართულების გარეშე შეძლებთ. ღამეებს მეცადინეობაში ნუ გაათენებთ, ასე თქვენ დასვენების შესაძლებლობას დაკარგავთ. ხანდახან გვიან მეცადინეობა გარდაუვალია. თუმცა შეეცადეთ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დაიყვანოთ, დაიძინეთ თავის დროზე და სხვადასხვა გაჯეტებს ღამით ნუ გაეკარებით.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პოზიტიურად განეწყვეთ
ახლა თქვენ წამყვანი ფსიქოლოგების, ნეირობიოლოგებისა და საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტების უამრავი რჩევა გაქვთ. ისინი თქვენ უკეთესად სწავლაში დაგეხმრებათ. თითოეული მათგანი მაქსიმალურად გამოიყენეთ! ბოლოსდაბოლოს თქვენ, წინა თაობის სტუდენტებთან შედარებით, მეხსიერების, ხასიათისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებელი ბევრად მეტი ხერხი გაქვთ. ასე რომ სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოთ. მთავარია მიხვდეთ სწავლის რომელი მეთოდია თქვენთვის ყველაზე ეფექტური და მას მიყვეთ. და ბოლოს, გამოცდების დასასრულს საკუთარი თავის დაჯილდოვება არ დაგავიწყდეთ!
რჩევების განყოფილება გამოცდებზე გასვლის მსურველთათვის
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: BBC
- როცა პროფესიას ირჩევ – რეკომენდაციები პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევისთვის by რჩევები
- როგორ დავალაგოთ უნივერსიტეტები წარმატებით – 5 ეტაპი რჩევის სახით და მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- „სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე