აჭარის სკოლებსა და ბაღებში კორონავირუსი დაფიქსირდა – დაიხურა კლასები და სააღმზრდელო ჯგუფები
აჭარის რეგიონში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, 11 სკოლის თითო კლასი, 3 საბავშვო ბაღის თითო ჯგუფი და 1 ბაღი დროებით სრულად დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE–ს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაუდასტურა.
როგორც ჩვენი კითხვის საფუძველზე ცენტრში განმარტეს, კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად მოსწავლეებსა და აღსაზრდელებში გამოვლინდა.
“ეს სკოლები ბათუმში, ქობულეთში, შუახევსა და ქედაში მდებარეობს. ბაღები ქედასა და ბათუმში. სკოლებისა და ბაღების ჩამონათვალის გასაჯაროება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ვითარების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ვფლობთ”, – განმარტეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
EDU.ARIS.GE ასევე დაინტერესდა, თუ როგორია აჭარის რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა ვაქცინაციის სტატისტიკა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი ან ორი დოზით აცრილთა ჯამური რაოდენობა დაახლოებით 85%-ია. თუმცა მხოლოდ ერთჯერადად, ან ორჯერადად ვაქცინირებულთა მონაცემები მათთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სკოლები და საბავშვო ბაღები მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, 4 ოქტომბერს გაიხსნა.
ასევე იხილეთ:
ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19