GE

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის ვადები კანონით განისაზღვრა

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა. ცვლილების თანახმად დადგინდა ვადები, რომლის ფარგლებშიც თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეტაპობრივი ავტორიზაცია უნდა უზრუნველყოს.

“2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

ამავე თემაზე:

ბაგა–ბაღების ავტორიზაციის შემდეგ მოსალოდნელია თუ არა მათი შემცირება? – რა პასუხი აქვთ ბაღების მართვის სააგენტოში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური