„აღმოაჩინე შენი პროფესია“, 4 შეხვედრა აბიტურიენტებისთვის – სამართალი SANGU-ში
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება იმიტირებული პროცესები, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებს პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის სფეროში და დაეხმარება მომავალი პროფესიის გაცნობაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 შეხვედრა. მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან სისხლის სამართლის პროცესის ძირითად ელემენტებს და იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დაკავშირებულია საქმის წარმოებასთან, გამოძიების პროცესთან და პროცესუალურ მოქმედებებთან.
შეხვედრების თემატიკა
- ბრალდებულის უფლებები და პროცესუალური გარანტიები;
- საქმის წარმოების ლოგიკა და ძირითადი ეტაპები;
- გამოძიების ჩატარების ძირითადი მიდგომები;
- მოწმის დაკითხვის პროცედურა;
- დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი და მიზანი;
- ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი.
ღონისძიების ფორმატი და თარიღები:
9 და 12 თებერვალი, 16:00 საათი – მოსამზადებელი ტრენინგები;
16 თებერვალი, 16:00 საათი – საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების გაცნობა;
20 თებერვალი, 16:00 საათი – იმიტირებული პროცესის ჩატარება იმიტირებული პროცესებისთვის განკუთვნილ დარბაზში.
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.5 საათს. იმიტირებული პროცესების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
რეგისტრაცია:
-
SANGU-ში, პროექტის – „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, ფსიქოლოგიის მიმართულებით შეხვედრა გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში პროექტი – „აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ მიმდინარეობს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ფსიქოლოგია“ – SANGU მოსწავლეებს შეხვედრაზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი