„აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ – SANGU მოსწავლეებს ლექცია-სემინარებზე იწვევს
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი X, XI და XII კლასის მოსწავლეებს იწვევს ლექცია-სემინარების ციკლში „აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ მონაწილეობის მისაღებად.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა, რეალური პროფესიული გარემოს მაგალითზე გაეცნონ ბიზნესის სფეროს, შეხვდნენ დარგის წამყვან წარმომადგენლებს და საკუთარი პროფესიული ინტერესები და სამომავლო კარიერული მიმართულება უკეთ განსაზღვრონ.
თემატიკა
ლექცია-სემინარების ფარგლებში განხილული იქნება ბიზნეს ქეისები, მარკეტინგისა და მედიის როლი თანამედროვე ეკონომიკაში, საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა, ESG მიმართულებით კარიერული შესაძლებლობები, კიბერუსაფრთხოება როგორც პროფესიული არჩევანი და საკუთარი ბიზნესის შექმნისა და განვითარების პრაქტიკული ასპექტები.
განრიგი
- 23 თებერვალი, 16:00 – „ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი“. გიორგი ისაკაძე – BMG-ის ავტორი და გენერალური პროდიუსერი;
- 24 თებერვალი, 16:00 – „ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“. ალექსანდრე ძნელაძე – საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, დავით რუსია – საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი, ლევან გოგოლაძე – ESG მიმართულების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა – კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი;
- 25 თებერვალი, 16:00 – „როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი“. გია პირადაშვილი – „შატო მერესა“ და „Winiveria“-ს დამფუძნებელი.
ლექცია-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, წინასწარი რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს, დაახლოებით, 1-1.30 საათს. 24 თებერვლის სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართება ქვიზი, ხოლო გამარჯვებულებს საქართველოს საბანკო ასოციაციისა და SANGU-სგან სპეციალური ბრენდირებული საჩუქრები გადაეცემათ.
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია“, 4 შეხვედრა აბიტურიენტებისთვის – სამართალი SANGU-ში
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტის მონაწილეები ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი