„აღმოაჩინე შენი პროფესია – ფსიქოლოგია“ – SANGU მოსწავლეებს შეხვედრაზე იწვევს
პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი იწვევს X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გაცნობას, პროფესიის არსის წარმოჩენას და მოსწავლეების მხარდაჭერას კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას სანგუს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი გაუძღვება. მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები – რუსუდან კილაძე, ხატია გოგოლაძე და უჩა მაჭარაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
- ფსიქოლოგიის განვითარება მსოფლიოში და საქართველოში
- პიროვნების განვითარების ფსიქოლოგია
- გავლენები ჩვენს ცხოვრებაში
- ბავშვის განვითარების ეტაპები
მონაწილეები გაეცნობიან ფსიქოლოგიას როგორც მეცნიერებას და პრაქტიკულ სფეროს, მის როლს ადამიანის განვითარებაში და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც მომავალ სტუდენტებს აღნიშნული მიმართულება სთავაზობს.
შეხვედრა 19 თებერვალს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია
-
SANGU-ში საერთაშორისო კონფერენცია – „I HAVE A VOICE“ – „მეც შემიძლია კომუნიკაცია“ გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა მიღებას აცხადებს – ვადები და პირობები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU – ში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდის უმასპინძლეს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი