“აღმოჩენიდან სამეცნიერო ლიტერატურამდე“ – “ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია გაიმართა
2025 წლის 14 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტში“, არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე „აღმოჩენიდან სამეცნიერო ლიტერატურამდე“ გაიმართა.
ლექციას არქეოლოგიის დოქტორი დიმიტრი ჟვანია და ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ირაკლი სოზიაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა შეეხო იმ გზას, რომელსაც არქეოლოგიური არტეფაქტები გადიან აღმოჩენის მომენტიდან სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებამდე და სამუზეუმო ექსპოზიციამდე.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა მათთვის მნიშვნელოვანი კითხვებით აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.
ღონისძიებას სტუდენტები, ასევე არქეოლოგიითა და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი