GE

„აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის ახალი შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან“

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველ ზაზა წერეთლის თქმით, ბოლო კვლევებით გამოიკვეთა, რომ კორონავირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა გამოიწვიოს. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, (არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები) გამოიწვევს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა გაიზრდება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური