GE

აგრარული უნივერსიტეტი დევნილ მოსახლეობას სასოფლო–სამეურნეო საქმის წარმოებაში დაეხმარება

აგრარული უნივერსიტეტის ექსპერტები აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO–სა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადადგილებული მოსახლეობისათვის მცირე ფერმერული მეურნეობების შექმნასა და განვითარებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სასოფლო–სამეურნეო ინვესტიციებს გამოყოფს, რაც საოჯახო სოფლის მეურნეობების შექმნისათვის და ასევე, სამხერთ ოსეთის სოფლებში კონფლიქტამდე არსებული სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარებას მოხმარდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური