GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსი “შექსპირი ქართულად”

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან არსებული მთარგმენლობითი კლუბი უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის აღსანიშნავად აცხადებს თარგმანის კონკურსს “შექსპირი ქართულად”.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქუთაისის საჯარო სკოლების მე-10; მე-11; მე-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს.

კონკურსის პირობები:

– თარგმანი შეიძლება წარმოადგენდეს შექსპირის სონეტს ან რომელიმე პიესის/პოემის ფრაგმენტს (არაუმეტეს 1 გვერდის მოცულობით)
– ინგლისურენოვანი ტექსტი და ქართული თარგმანი უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ e-mail-ზე: iraklitskhvediani@yahoo.com
– თარგმანის მოწოდების ბოლო ვადაა 25 მარტი.

თარგმანის კონკურსის შედეგები საჯარო გახდება 21-27 აპრილს, შექსპირის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში.

გამარჯვებული მთარგმნელები დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური