GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი ქუთაისის მერის სტიპენდიას მიიღებს

ქუთაისის მერიაში იმ წარჩინებულ სტუდენტებს უმასპინძლეს, რომლებიც ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიას მიიღებენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მერის სტიპენდიატები ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი სალომე გოდერიძე და საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის ელექტრული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი დავით ფუტკარაძე არიან.

ქუთაისის მერია, აკადემიური შედეგების მიხედვით, ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების 6 სტუდენტს ყოველთვიურად აჯილდოებს.

მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრის შედეგების მიხედვით, მერის სტიპენდიატების რაოდენობა გაიზრდება.

თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიატებად წარდგენილი იქნება 2-2 სტუდენტი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm