აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტის მქონე პირველკურსელები დააჯილდოვეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფო გრანტით ჩარიცხულ სტუდენტთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე, ფაკულტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საჩუქრები სახელმწიფო გრანტის მქონე ყველა სტუდენტმა მიიღო.
100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,ვი თი ბი ბანკი”, სადაზღვევო კომპანია ,,არდი” და ,,საქართველოს ბანკი” – ერთად საჩუქრები გადასცა.
,,ვულოცავ მათ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტობას, სახელმწიფო გრანტის მოპოვებას. ეს არის მათი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ სკოლებს, სადაც სწავლობდნენ და მშობლებს მხარდაჭერისთვის. ჩვენი უნივერსიტეტი დიდი ისტორიის მქონეა და ჰყავს მაღალკვალიფიციური კადრი და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა რაოდენობა იზრდება წლიდან წლამდე“,- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლისათვის 100%-იანი გრანტით – 7 სტუდენტი, 70%-იანი გრანტით – 22, ხოლო 50%-იანი გრანტით 111 სტუდენტი ჩაირიცხა.
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი