ალტე უნივერსიტეტი Biolab Medical Group-ის პარტნიორი გახდა
ალტე უნივერსიტეტი იორდანიის წამყვანი ჯანდაცვის დაწესებულების – Biolab Medical Group-ის პარტნიორი გახდა.
უნივერსიტეტის მიერ 11 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის, მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის საერთაშორისო კლინიკურ პრაქტიკას ითვალისწინებს.
სტუდენტები პრაქტიკულ კლინიკურ სწავლებას გაივლიან Biolab-ის თანამედროვე სამედიცინო ცენტრებში: Biolab Medical Laboratory, Bioclinic Medical Centers და Bioscan Radiology & Medical Imaging. ჩაერთვებიან ლაბორატორიულ კვლევებში და მიიღებენ გამოცდილებას ამბულატორიულ და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაში.
აღნიშნული თანამშრომლობა აკადემიურ სწავლებასა და რეალურ კლინიკურ პრაქტიკას აერთიანებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კლინიკური, პრაქტიკული უნარები და პროფესიული თავდაჯერებულობა შეიძინონ.
ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო კლინიკური პარტნიორობების გაფართოებას და კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ პოზიციას, როგორც მაღალი ხარისხის, პრაქტიკაზე ორიენტირებული სამედიცინო განათლების მიმწოდებელი ცენტრი რეგიონში.
-
ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ ESC პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
by ალტე უნივერსიტეტი