ალტე უნივერსიტეტი Global University Network for Innovation-ის მუდმივი წევრი გახდა
ალტე უნივერსიტეტი Global University Network for Innovation-ის მუდმივი წევრი გახდა.
GUNi იუნესკოს მიერ დაარსებული, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების განვითარებას.
GUNi-ის წევრობა ალტე უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს გლობალურ აკადემიურ დისკუსიებში, განათლების სფეროში განხორციელებულ ინიციატივებში და აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო კვლევებში.
ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტისთვის, გაიღრმაოს ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, დარგის ექსპერტებთან და აქტიურად იმუშაოს ინოვაციების მიმართულებით განვითარებაზე.
სტუდენტები და აკადემიური პერსონალი შეძლებენ მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება განათლების სფეროში.
ალტე უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს 350-ზე მეტ ინსტიტუციასთან ერთად და შეიტანოს თავისი წვლილი განათლების მიმართულებით უკეთესი მომავლის შექმნაში.
-
ალტე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ ESC პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი