ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ
ალტე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლიკა მერაბიშვილი და მოწვეული ლექტორი ვებ დეველოპმენტის მიმართულებით ელენე სოხაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მათ მონაწილეობა მიიღეს EKA University of Applied Sciences-ის მიერ რიგაში ორგანიზებულ Staff Week-ში.
ვიზიტის მთავარი მიზანი მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება, პროფესიული და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა იყო.
Staff Week-ის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და თემატური ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მასპინძელი უნივერსიტეტის საქმიანობას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო ტექნიკურ და მატერიალურ ბაზას გასცნობოდნენ.
„აკადემიური პერსონალის მიერ მიღებული საერთაშორისო გამოცდილება და დამყარებული ახალი პროფესიული კავშირები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და სტუდენტებისთვის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას“, – აცხადებენ ალტე უნივერსიტეტში.
-
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი და თსსუ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ გამართავენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი