ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ ESC პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა
ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ (Istituto Cultura Italiana) European Solidarity Corps (ESC) პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პროგრამის მოხალისეებმა – Alessandro Pianese-მ და Davide Demichele-მ, მათ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში მონაწილეობის მიღების პროცესი გააცნეს.
ამასთან ერთად, სტუდენტებმა ორგანიზაციის საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებსა და იმ კარიერული შესაძლებლობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარებათ.
„იტალიური კულტურის ინსტიტუტი“ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ისევე, როგორც ქართული კულტურის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ასპარეზზე. ორგანიზაცია სტუდენტებს იტალიური ენის კურსებს, ენობრივ კლუბებს, კულტურულ ინიციატივებსა და საგანმანათლებლო პროექტებს სთავაზობს.
ალტე უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი საერთაშორისო შესაძლებლობების შეთავაზებას.
-
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი და თსსუ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ გამართავენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი