ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ ACCA Global-ის აკრედიტაცია მოიპოვა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება – ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ ACCA Global-ის (Association of Chartered Certified Accountants) აკრედიტაცია მოიპოვა!
MBA პროგრამამ აკრედიტაცია სამ საგანში მიიღო:
- ოპერაციების მართვა და ახალი ტექნოლოგიები;
- ფინანსური აღრიცხვა და მენეჯმენტი;
- მენეჯერული აღრიცხვა.
აღნიშნული საგნები, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს ACCA Global-ის მიერ ოფიციალურად აღიარებულად ჩაეთვლება.
აკრედიტაცია ნიშნავს, რომ საგნების შინაარსი, სწავლების მეთოდები და აკადემიური სტანდარტები სრულ შესაბამისობაშია ACCA Global-ის მოთხოვნებთან.
ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც გეგმავს პროფესიულ განვითარებას ფინანსების, აუდიტის ან ბუღალტერიის მიმართულებით და საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიცირების მიღება სურს.
ACCA Global-ის აღიარებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ალტე უნივერსიტეტის MBA პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს სრულად პასუხობს.
-
პირველი ევროპული ორმაგი დიპლომები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და მილანის კათოლიკას უნივერსიტეტის თანამშრომლობით
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
-
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი