ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულებისთვის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ, სკოლის დეკანებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა მიულოცეს.
„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გვიხარია, რომ სტუდენტობის მნიშვნელოვანი წლები ჩვენთან ერთად გაატარეთ. იმედი გვაქვს, რომ ალტე უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გზას გაგიხსნით კიდევ უფრო მაღალი მწვერვალებისკენ.
გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ გზის ყოველ ეტაპზე თქვენი მხარდამჭერები ვიქნებით. გვჯერა, რომ რასაც გულით მოინდომებთ, ყველაფერი შეგიძლიათ“,- აცხადებენ ალტე უნივერსიტეტში.
-
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად „ალტე უნივერსიტეტი“ და „თეთრი კვადრატი“ თანამშრომლობას იწყებენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი