ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლამ პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგების სერია ჩაატარა
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, Erasmus+ „LIFESTRAND“ პროგრამის ფარგლებში, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგების სერია წარმატებით ჩაატარა.
უნივერსიტეტის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგები ორ სესიად წარიმართა და მასში საქართველოს მასშტაბით მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა მიიღეს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელი ცოდნა და შეისწავლეს ის პრაქტიკული ტექნიკები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.
„LIFESTRAND“ პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში, მოსახლეობის გადამზადებას პირველადი დახმარების უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.
ალტე უნივერსიტეტმა პროექტის ფარგლებში უკვე არაერთი ღონისძიება განახორციელა და ამ მიმართულებით მსგავსი ტრენინგებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების შეთავაზებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი