ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, ზუგდიდში ჰაკათონი – NASA Space Apps Challenge გაიმართა
4-5 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, ზუგდიდში მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰაკათონი – NASA Space Apps Challenge გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჰაკათონი, ჯიტასთან პარტნიორობის ფარგლებში, ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარდა თემაზე: „Learn, Launch, Lead!“.
პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები, მენტორების დახმარებით, მუშაობდნენ რეალურ გამოწვევებზე, NASA-სა და მისი პარტნიორი სააგენტოების ღია მონაცემებზე დაყრდნობით.
გუნდების ნამუშევრები და პრეზენტაციები შეფასდა სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ, რომელთა წევრებიც იყვნენ: რეზო ლომთათიძე – კომპანია SOLVIT-ის მმართველი პარტნიორი; დავით ბოჭორიშვილი- კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი და ალტე უნივერსიტეტის ლექტორი; უტა კილასონია – განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტექნოლოგიების საგნობრივი ექსპერტი, STEM ინოვატორთა ასოციაციის დამფუძნებელი; ხათუნა ელბაქიძე – ალტე უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
წლევანდელი ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი – Skill Issue გახდა, რომელიც Commercializing Low Earth Orbit (LEO) გამოწვევაზე მუშაობდა. გუნდმა შექმნა დისტანციური ავტომატიზებული სახელოსნო „Sateliko“, რომელიც ქმნის ხელახლა გამოყენებადი ნანო-თანამგზავრების წარმოების შესაძლებლობას. მისი მიზანია, სტუდენტებსა და მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ და მოაგროვონ ინფორმაცია დაბალი ორბიტის შესახებ რაკეტის გაშვების გარეშე.
გამარჯვებულ მონაწილეებს ალტე უნივერსიტეტისგან ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. ახლა კი ისინი საერთაშორისო შეჯიბრისთვის მოემზადებიან.
-
ალტე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ ESC პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი