სტუდენტი: „ალტე უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, აკადემიურ გზაზე ახალი ნაბიჯი გადამედგა“
ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი ხაჩიაშვილი გაცვლითი პროგრამით იტალიაში, ქალაქ რომში, Università degli studi di Roma Tor Vergata-ში იმყოფებოდა.
იტალიაში სწავლის გაგრძელებამდე, სტუდენტმა გაცვლითი პროგრამის შიდა კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.
„ალტე უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, მიმეღო საერთაშორისო გამოცდილება და გადამედგა ახალი ნაბიჯი ჩემს აკადემიურ გზაზე.
ეს 6 თვე ჩემთვის თავგადასავლებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე აღმოჩნდა. განსხვავებულმა აკადემიურმა გარემომ, სასწავლო სტრუქტურამ და სხვა საინტერესო გამოწვევებმა მომცეს შესაძლებლობა, აღმომეჩინა საკუთარ თავში ახალი უნარები და მიმეღო სიღრმისეული ცოდნა ჩემს სფეროში.
მთელი პროცესის განმავლობაში მუდმივად ვგრძნობდი ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერასა და თანადგომას. დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე გამომადგება“,- აცხადებს გიორგი ხაჩიაშვილი.
-
ალტე უნივერსიტეტმა მასწავლებლებისთვის არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი გამოაცხადა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი WSU ასოცირებულ პროფესორს, დიპრა ჯას უმასპინძლებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი