ალტე უნივერსიტეტსა და ბრაზილიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტსა და ბრაზილიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს UniRV University (Universidade de Rio Verde) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური, კვლევითი და ინოვაციური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი აკადემიური შესაძლებლობების შექმნას როგორც სტუდენტებისთვის, ისე – პერსონალისთვის.
UniRV University 1973 წელს დაარსდა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც უძლიერესი მრავალპროფილიანი სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეს UniRV 20 000-ზე მეტი სტუდენტს აერთიანებს.
უნივერსიტეტის აკადემიური მიმართულებები მოიცავს მედიცინას, სამართალს, ინჟინერიას, ეკოლოგიას, სოციალურ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებს. UniRV განსაკუთრებით გამოირჩევა მასშტაბური კვლევითი პროექტებითა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელით.
აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისა და პერსონალისთვის, ერთობლივ აკადემიურ და კვლევით პროექტებს, საერთაშორისო კონფერენციებს, ინოვაციურ აქტივობებსა და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებს.
-
ალტე უნივერსიტეტი პროფესიების რეგიონულ ტურნეს იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი „პროფესიების რეგიონულ ტურნეს” იწყებს – პირველი ფორუმი თელავში გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
გაზრდილი საპრიზო ფონდი და უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის – ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი