ალტე უნივერსიტეტსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ალტე უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისა და ახალგაზრდა იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მხარეთა ერთობლივი ჩართულობით.
თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება საერთო საგანმანათლებლო ღონისძიებები, პროექტები და აქტივობები, რომლებიც სტუდენტებს მისცემს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული ზრდის ახალ შესაძლებლობებს.
ცნობისთვის, ELSA Tbilisi 43 ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამართლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს და ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლაში.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი