ალტე უნივერსიტეტსა და MBS School of Business-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტსა და MBS School of Business-ს (Montpellier Business School) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი მიზნად განათლების, კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ისახავს.
Montpellier Business School (MBS) ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ბიზნესის სკოლაა. MBS ახორციელებს ბიზნესის, მენეჯმენტის, ფინანსებისა და ციფრული ინოვაციების როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს და სამ საერთაშორისო აკრედიტაციას – AACSB, EQUIS და AMBA ფლობს.
თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება, რაც ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს.
ალტე უნივერსიტეტი ამჟამად 60-ზე მეტ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია და განათლებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას აქტიურად აგრძელებს.
-
ალტე უნივერსიტეტმა მასწავლებლებისთვის არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი გამოაცხადა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი WSU ასოცირებულ პროფესორს, დიპრა ჯას უმასპინძლებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი