ალტე უნივერსიტეტში მერაბ შარიქაძესთან საჯარო შეხვედრა გაიმართება
26 დეკემბერს ალტე უნივერსიტეტს მერაბ შარიქაძე – საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და MMA-ის დებიუტანტი ესტუმრება.
მერაბი კამპანია „შეგიძლიას“ ფარგლებში ისაუბრებს საკუთარ კარიერულ გზაზე, წარმატებებზე, გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებაზე. ის სტუდენტებსა და დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს თავდაჯერებასა და სიახლეებისადმი მზაობას; რომ არასდროს არის გვიან, დაიწყო რაღაც ახლი და არ არსებობს გამოწვევა, რომელიც არ #შეგიძლია, შესაძლებლობად აქციო.
26 დეკემბერი, 19:00 საათი
ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
დასწრება თავისუფალია.
-
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი და თსსუ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ გამართავენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი