GE

„ამ გზით ის უთუოდ მარცხისკენ მიექანება“, – რას ამბობდნენ პედაგოგები ჯონ ლენონზე?

„ოროსანი“ აინშტაინი, წერა-კითხვისა და გამრავლების ტაბულის უცოდინარი ბეთჰოვენი, ზარმაცი ბილ გეიტსი, „გონებრივად ჩამორჩენილი“ ედისონი – ეს იმ გენიოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ.

როგორც ჩანს, მათ რიცხვში შედიოდა ლეგენდარული მომღერალი, ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი ჯონ ლენონი.

ვებგვერდზე openculture.com 1956 წლის სექტემბერში გაცემული ნიშნების ფურცელი გამოქვეყნდა, სადაც  ვკითხულობთ თუ რა საშინლად ახასიათებდნენ პედაგოგები ჯგუფ „ბითლზის“ მომავალ ვარსკვლავს, 15 წლის ლენონს:

ფრანგულის მასწავლებელი: ჭკვიანი ბიჭი, რომელიც ბევრად მეტს შეძლებდა ცოტა მეტი კონცენტრირება რომ მოეხდინა.

მათემატიკის მასწავლებელი: ამ გზით ის უთუოდ  მარცხისკენ მიექანება.

ფიზიკის მასწავლებელი:  მისი ყოველი მცდელობა, ნაკლოვანებებითაა სავსე. ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენოს უნარები, დინებას მიჰყვება.

რელიგიის პედაგოგი: კლასში მისი ქცევა არადამაკმაყოფილებელია.

დირექტორი: მას ძალინ ბევრი არასწორი ამბიცია აქვს, რაშიც ძალიან დიდ ენერგიას კარგავს.

15 გენიოსი, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ

წყარო: openculture.com

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური