ამირან გამყრელიძის აზრით, სოფლებში, მასწავლებელი არის ადგილობრივებისთვის მაგალითი და აცრილი უნდა იყოს
რეგიონულ მედიასთან საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ვაქცინაციის დაკლებული ტემპი შენარჩუნდა, სხვადასხვა ტალღები ყოველთვიურად გვექნება.
მისი თმით, საზოგადოებაზე გავლენა რეგიონებსა და სოფლებში გამორჩეულ ადამიანებს აქვთ და მათ შორის არიან მასწავლებლებიც.
“მე ძალიან გული მწყდება, რომ მასწავლებლები და ექიმები არ არიან აქტიურები. სოფელში ვის აქვს ყველაზე მეტი გავლენა დღეს და ხალხი ვის უყურებს? – სოფლის ექიმს და სოფლის მასწავლებელს არა?! ასევე, სოფელში კარგად გამორჩეულ ადამიანებს, ვისაც სოფელი პატივს სცემს, აი ეს ხალხი უფრო უნდა დაგვიდგეს გვერდში და პირველ რიგში თვითონ უნდა იყვნენ აცრილები. როგორც ხშირად მითქვამს, მე მომხრეც ვარ ექიმებისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, სავალდებულო მათთვის, ვისაც ადამიანებთან ხშირი შეხება აქვთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ 29 ოქტომბერს მიცემულ ვიდეო ინტერვიუში.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში კორონავირუსით დაღუპულია 18 წლამდე ასაკის 12 ბავშვი
ასევე იხილეთ:
განიხილება თუ არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19