GE

აპლიკაციები პედაგოგის პროფესიული ზრდისთვის

ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სამყაროში, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და პროფესიული წინსვლისთვის, ახალი გამოწვევების სწრაფად ათვისების უნარის გამომუშავებაა საჭირო. დამსაქმებლები პერსონალის არჩევისას უპირატესობას ანიჭებენ ისეთ კადრებს, რომლებიც მუდამ სიახლეების ძიებაში არიან და არ უშინდებიან ცვლილებებს. 2013 წლიდან 3-ჯერ გაიზარდა მოთხოვნა ციფრული უნარების მქონე კადრებზე, 150%-ით უფრო საჭირონი გახდნენ ადამიანები, რომლებსაც კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი აქვთ, კრეატიულ პერსონალზე მოთხოვნა კი  60%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები უარს ამბობენ მუშაკების მომზადებაზე და  დღითიდღე უფრო მცირდება ტრენინგებში თანხების ინვესტირების  მაჩვენებელი.

ამის გამო, საზოგადოების ნაწილი განვითარებას საკუთარი რესურსების გამოყენებით იწყებს.  უმარტივესი და უიაფესი გზა კი მობილური აპლიკაციებია. ამ უკანასკნელმა სწავლა-სწავლების პროცესშიც შეაღწია და საპატიო ადგილიც დაიკავა. არსებობს უამრავი სერვისი, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი პედაგოგი იყენებს.

მათ შორის პირველ ადგილზე დგას TED ( https://ed.ted.com/ ). მას 250 ათასზე მეტი მასწავლებლის მობილურში ნახავთ. TED  პირადი და კარიერული განვითარებისთვის საჭირო რესურსებს აუდიო თუ ვიდეო ფორმატით გაწვდით. ასევე, გთავაზობთ რეკომენდაციებს სასურველ სფეროში. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეს პლატფორმა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება. საინტერესო ვიდეოების შემოთავაზების გარდა, აპლიკაცია კრეატიული კითხვების შედგენისთვისაც მოგცემთ რჩევებს.

Brain Sparker ( https://brainsparker.com/ ) – აპლიკაციას 150 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მისი მიზანი თქვენში კრეატიულობის გაღვიძებაა.

Khan Academy (https://itunes.apple.com/us/app/khan-academy-you-can-learn-anything/id469863705?mt=8)  – აქ ნახავთ რესურსებს მათემატიკის, ისტორიის და მეცნიერების ყველა სფეროს შესახებ. ხანის აკადემია აბსოლუტურად უფასო სასწავლო რესურსია. მისი გაზირება თქვენი მოსწავლეებისთვისაც შეგიძლიათ.

Haikudeck ( https://www.haikudeck.com/) -ის მეშვეობით ორიგინალური პრეზენტაციების აწყობას შეძლებთ.

Instructables  (https://www.instructables.com/ ) – თუ კლასისთვის პროექტს ეძებთ, ეს აპლიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

Classdojo (https://www.classdojo.com/resources/) – სტუდენტებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობის საუკეთესო გზაა.

imovie ( https://www.apple.com/imovie/ )- პოპულარული აპლიკაცია ვიდეო-პროექტების შესაქმნელად.

Google Classroom (https://classroom.google.com/h) გამოიყენება მოსწავლეებისთვის დავალებების განაწილებისა და შეფასებების მისაცემად. ასევე, მასწავლებლები მას იყენებენ გარკვეული განცხადებების გასაკეთებლად. ესაა თავისუფალი სივრცე დებატებისთვისაც.

https://www.redbytes.in/best-autism-apps-for-kids/ –  აუტისტური სპექტრის მქონეთათვის.

იხილეთ აპლიკაციების ვრცელი ჩამონათვალი და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

The Tech Edvocate’s 2018 List of 116 of the Best Teaching and Learning Apps

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: thetechedvocate.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური