არ დაკარგო წლები – აირჩიე Skillwill-ის კოლეჯი და დაიწყე წარმატებული კარიერა დღესვე!
დღეს ტრადიციული უმაღლესი განათლება აღარ არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ. ხშირად ეს დროში გაწელილი პროცესია, რომელიც შედეგს არც მოკლე ვადაში იძლევა და არც რეალურ საჭიროებებზეა ყოველთვის მორგებული. შენ კი შეგიძლია, დღესვე აირჩიო ალტერნატივა, რომელიც მოგცემს ცოდნას, პრაქტიკას და დასაქმების რეალურ შანსს სულ რაღაც რამდენიმე თვეში.
პროფესიული განათლება, რომელიც მიზნამდე მიგიყვანს
Skillwill-ის კოლეჯი შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ ახალგაზრდებსა და ნებისმიერ მოტივირებულ ადამიანს შესთავაზოს მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული განათლება. ეს არის სწავლის მოდელი, რომელიც ეფუძნება რეალურ პრაქტიკას და სწორედ იმ უნარების განვითარებას, რომლებიც დღეს არის საჭირო დასაქმებისთვის.
Skillwill-ის კოლეჯში მოსახვედრად არ გჭირდება გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულები. საკმარისია მხოლოდ სკოლის ატესტატი და მოტივაცია. კოლეჯის კარი ღიაა ყველასთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვინც მზად არის ცვლილებებისთვის და სურს დაეუფლოს იმ პროფესიას, რომელიც სტაბილურ მომავალს, რეალურ ცოდნასა და მაღალ შემოსავალს განაპირობებს.
ნუ დაკარგავ დროს – დაიწყე მოქმედება დღესვე
სანამ სხვები წლების განმავლობაში ზოგად თეორიებს სწავლობენ ძვირადღირებულ სასწავლებლებში, შენ შეგიძლია:
- ისწავლო 100 % სახელმწიფო დაფინანსებით
- რამდენიმე თვეში აითვისო მოთხოვნადი პროფესია
- მიიღო პრაქტიკული გამოცდილება
- დასაქმდე
ევროპული გამოცდილება ქართულ რეალობაში
გერმანიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში პროფესიული განათლება ხშირად უნივერსიტეტთან შედარებით უფრო მეტად სანდო და ეფექტურ ვარიანტად მიიჩნევა. ეს მოდელი უკვე წლებია, წარმატებით მუშაობს როგორც სტუდენტებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის.
Skillwill-ის კოლეჯი საქართველოში ამ ევროპული მოდელის ანალოგია – პრაქტიკული ცოდნა, თანამედროვე გარემო, ინდუსტრიულ საჭიროებებზე მორგებული კურსები და მომზადება რეალური დასაქმებისთვის.
სწავლის პირობები, პროგრამები და შესაძლებლობები
Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს როგორც ბათუმში (პეტრე ბაგრატიონის N129), ასევე, თბილისში (მეტრო ავლაბართან, ნიკიფორე ირბახის N17). ორივე სივრცე გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით – ტექნოლოგიურად აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო სივრცეები, კაფეტერია, რეკრეაციული ზონები.
რა პროფესიებს გთავაზობთ Skillwill-ის კოლეჯი?
2025-2026 სასწავლო წელს ბათუმის Skillwill-ის კოლეჯში ხელმისაწვდომი იქნება Front-End დეველოპმენტის პროგრამა – 11-თვიანი კურსი, რომელიც ფოკუსირებულია HTML, CSS, JavaScript და React ტექნოლოგიებზე და სტუდენტებს ციფრული პროდუქტების დიზაინისა და ფუნქციონალის დამოუკიდებლად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
სექტემბრიდან კი თბილისში გაიხსნება Skillwill-ის კოლეჯი, სადაც სტუდენტებს ხუთ პროგრამაზე შეეძლებათ სწავლა, მათ შორის -Front-End დეველოპმენტზეც.
კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მიმართულებები:
- Front-End-Development (თბილისსა და ბათუმში) — ციფრული პროდუქტების შექმნა HTML, CSS, JavaScript და React-ის გამოყენებით (11 თვე).
- გრაფიკული დიზაინი — ვიზუალური კომუნიკაცია და დიზაინი Adobe Photoshop, Illustrator და Figma-ს მეშვეობით (12 თვე).
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები — ქსელური ინფრასტრუქტურა, სერვერების ადმინისტრირება, IT უსაფრთხოება (15 თვე).
- ბუღალტრული აღრიცხვა — ფინანსური ადმინისტრირების საფუძვლები და პრაქტიკული ბუღალტერია (14 თვე).
- აღმზრდელი — ბავშვის განვითარება, საგანმანათლებლო მეთოდები და პედაგოგიური პრაქტიკა (21 თვე).
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი, რომელიც სრულფასოვნად მოქმედებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ყველა პროგრამა მოიცავს რბილი უნარების განვითარებას, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამით ინგლისური ენის სწავლებას და სტარტაპის მოდულს, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ აქციონ იდეა წარმატებულ ბიზნესად.
Skillwill-ის კოლეჯში არ დაგხვდება:
- სავალდებულო საგნები, რომლებსაც შენს პროფესიასთან კავშირი არ აქვს
- წლობით ლოდინი გაურკვეველი შედეგისათვის.
ამის ნაცვლად, აქ დაგხვდება მხოლოდ ის, რაც რეალურად გჭირდება:
- პრაქტიკული ცოდნა
- კონკრეტული პროფესია
- დასაქმების რეალური შანსი
წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ, რაც უფრო ადრე გაივლი რეგისტრაციას, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, დაეუფლო სასურველ პროგრამას.
Skillwill-ის კოლეჯი – განათლება, რომელიც მორგებულია შენზე და შენს მომავალზე.
სივრცე, სადაც ალტერნატივა ნიშნავს არა კომპრომისს, არამედ ჭკვიანურ, სწორ და დროულ გადაწყვეტილებას.
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია



