არჩევნები სტუდენტთა პროტესტის ფონზე – ბსუ-ის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე გახდა.
საარჩევნო პროცესი სტუდენტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე წარიმართა. სტუდენტები ბსუ-ის შენობაში იმყოფებოდნენ და აქციას მართავდნენ.
კენჭისყრა ფარულად წარიმართა და ტიტე აროშიძეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ტიტე აროშიძე აკადემიური საბჭოს 10 ხმით ხმით გახდა რექტორი, ერთი ბიულეტინი კი, რომელიც არცერთ კანდიდატს არ უჭერდა მხარს, გაბათილდა.
აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი არჩეული რექტორის, ტიტე აროშიძის ძმა იყო.
რექტორობის მეორე კანდიდატი იყო კანდიდატი ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.
ტიტე აროშიძემ ადგილზე მყოფ მედიას განუცხადა, რომ ის აუცილებლად შეხვდება პროტესტის მონაწილე სტუდენტებს.
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე