არგუმენტირებული მსჯელობა და არა პირადი აზრის გამოხატვა – რაზე აფრთხილებს მაგისტრობის მსურველებს გამოცდების ცენტრი
2025 წლის საერთო სამაგიტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდების მონაწილეებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ონლაინ ღია კარის დღე გამართა, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და დასმულ კითხვებზე პასუხები მოისმინეს.
გამოსაცდელებმა მიიღეს ინფორმაცია გამოცდების მიმდინარეობისა და შეფასების წესების შესახებ, ყველაზე მეტი შეკითხვა კი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის არგუმენტირებული მსჯელობის დავალებაზე დაისვა.
NAEC-ის სპეციალისტმა, თამარ ოთხმეზურმა, კითხვაზე – “მსჯელობის ანალიზში უნდა გამოვიყენოთ თუ არა სიტყვები „ჩემი აზრით“, „მიმაჩნია“, „ვფიქრობ“, ასეთი პასუხი გასცა:
„ეს სიტყვები შეიძლება გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი აზრი უპირველეს ყოვლისა უნდა გამოთქვათ ტექსტის შესახებ და არა ამ ტექსტის არგუმენტების შესახებ. არგუმენტები როცა მოგყავთ, ჩემის აზრით, ისინი ტექსტიდან უნდა მომდინარეობდეს.
რჩევის სახით მინდა გითხრათ, იმისთვის რომ არგუმენტი იყოს მიზეზ-შედეგობრივი და თქვენი მსჯელობა შესაბამისად ანალიტიკური, გამოიყენეთ ასეთი კავშირები: „იმიტომ რომ“, „რადგანაც“. აი, ამ სიტყვების ამ ლექსიკური ერთეულების გამოყენება ფაქტობრივად თქვენ გიბიძგებთ იმისკენ, რომ ერთი არგუმენტი გამოკვეთოთ და მეორე არგუმენტს მიაბათ“, – განმარრტა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა.
სპეციალისტის რჩევით, იმისთვის, რომ გამოსაცდელმა დავალებას თავი წარმატებით გაართვას, არგუმენტირებული მსჯელობა უნდა იყოს თანმიმდევრული, არგუმენტები აპლიკანტმა ჯერ შავ ფურცელზე უნდა ჩამოწეროს, შემდეგ კი იფირქოს, რამდენად შესაბამისობაშია ის ტექსტთან.
“ნებისმიერ ტექსტს ერთი საკითხიდან მეორეზე გადასვლა სჭირდება და არა ხშირი გადასვლები”, – აღნიშნა ქალბატონმა თამარმა.
ასევე იხილეთ:
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი და საგრანტო ქულის გამოთვლის წესი – გამოცდები 2025
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება