GE

ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და ახლო კოსმოსის კვლევების მიმართულებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და ახლო კოსმოსის კვლევის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები დ სტუდენტები ჩართულნი არიან მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ კვლევებში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ თეორიულ, დაკვირვებით და გამოთვილით კვლევებში, სადაც გამოიყენება როგორც აბასთუმნის და სხვა ობსერვატორიების, ასევე კოსმოსური თანამგზავრების მონაცემები. მათ აქვთ აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან.

მეცნიერება ილიაუნიში-ს ფარგლებში ვესაუბრეთ ილიაუნის პროფესორებს მაია თოდუას და გიორგი ჯავახიშვილს.

– ქალბატონო მაია, მოცემულ მომენტში რომელ პროექტზე მუშაობთ?
ბოლო პერიოდში ვმუშაობ ძირითადად ორ საკითხზე. ერთი არის კოსმოსური ფაქტორების გავლენის შესწავლა დედამიწის ატმოსფეროზე, რომელიც, თავის მხრივ გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატზე. პროფ.გოდერძი დიდებულიძესთან ერთად, ერთ-ერთ კვლევაში დავადგინეთ კავშირი ღრუბლდაფარვასა და გალაქტიკურ კოსმოსურ სხივებს შორის (რასაც ამ დარგში მომუშავე მხოფლიოს წამყვანი მეცნიერები იკვლევენ 1990-იანი წლებიდან). ამჟამად დაგეგმილი გვაქვს ატმოსფეროს ოზონის შრისა და კოსმოსურ სხივებს შორის შესაძლო კავშირის კვლევა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მზე და ახლო კოსმოსი დიდ და მრავალმხრივ გავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და კლიმატზე. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანია ამ გავლენების კვლევა.

მეორე საკითხი ეხება დედამიწის იონოსფეროში სპორადული ფენის ფორმირებას, რასაც ვიკვლევთ პროფ.გოდერძი დიდებულიძესთან და პროფ.გიორგი დალაქიშვილთან ერთად. ატმოსფეროს ამ ფენას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს კავშირგაბმულობისა და ნავიგაციისთვის, რადგანაც სწორედ იონოსფეროში ვრცელდება რადიოსიგნალები. გ.დიდებულიძის თაოსნობით შემუშავებულ იქნა სპორადული ფენის ფორმირებას ახალი თეორია და შესაბამისი რიცხვითი გათვლების საშუალებით შესაძლებელია მისი წინასწარმეტყველება. ამ საკითხთან დაკავშირებით 2020 წელს ჩვენი ავტორობით გამოქვეყნებულ იქნა ორი სტატია ამ სფეროს წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში.

ასევე პროფ. გიორგი ჯავახიშვილთან ერთად ვმუშაობთ ვარსკვლავთ ღია გროვების კვლევაზე.

 – რომელ საერთაშორისო პროექტებში არიან ჩართულები ილიაუნის პროფესორები?
ჩვენი კვლევითი ჯგუფი არის საერთაშორისო ქსელის SCOSTEP-ის (Scientific Commitee for Solar –Terrestrial Studies – მზე-დედამიწა კავშირების სამეცნიერო კომინეტი) წევრი. ვთანამშრომლობთ გერმანულ კოსმოსურ სააგენტოსთან (DLR), რომლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი განთავსებულია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.

პროფ. თემურ ზაქარაშვილი და მისი ჯგუფი მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებსა და ქსელებში, როგორიცაა მზის ახალი კოსმოსური მისიის Solar Orbiter-ის ინსტრუმენტ RPW-ს (Radio and Plasma Waves) სამეცნიერო ჯგუფი; ALMA-ს ტელესკოპის დაკვირვებების ანალიზის ქსელი SSALMON; მზის დაკვირვებების საერთაშორისო ქსელი SAMNet (The Solar Activity Monitor Network). პროფ.თ.ზაქარაშვილი არის ავსტრიული სამეცნიერო ფონდის FWF-ის პროექტის (მაგნიტური ჯეტები მზის ატმოსფეროში) ხელმძღვანელი.

პროფ. თინათინ კახნიაშვილი და მისი ჯგუფი ეწევა სამეცნიერო კვლევებს კოსმოლოგიაში და მონაწილეობს შვედეთის ეროვნულ საბჭოში „სტოქასტიკური გრავიტაციული ტალღები“ და აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) პროექტში, კოსმოსური მაგნიტური ველის წარმოშობისა და ევოლუციის კვლევაში.

ასოც.პროფ. ბიძინა კაპანაძე და მისი ჯგუფი იკვლევენ აქტიური ბირთვების მქონე გალაქტიკებს. ვურცბურგის უნივერსიტეტთან ერთად მათ მიიღეს DAAD-ის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის საგრანტო კონკურსში, რომელიც განხორციელდება 2021-2023წლებში, ვურცბურგის უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმი. ბ.კაპანაძე ასევე არის ბრერას ობსერვატორიის ასოცირებული წევრი (მერატე, მილანი, იტალია). ჯგუფი მონაწილეობს თანამგზავრულ დაკვირვებით პროგრამაში “Swift Target of Opportunity” (2014 წლიდან), რომლის დროსაც დაკმაყოფილდა 200-მდე მოთხოვნა დაკვირვებების ჩატარების შესახებ. ასევე აქვთ თანამშრომლობა მიჩიგანის უნივერსიტეტთან.

– ილიაუნი სტუდენტებს სამივე საფეხურზე სთავაზობს პროგრამებს, რამდენად არის ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან?
ასტრონომიისა და კოსმოსური მეცნიერებების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია და დროთა განმავლობაში იზრდება, რადგანაც კაცობრიობა სულ უფრო მეტ ცოდნას იძენს სამყაროს შესახებ და მეტად იყენებს კოსმოსს. საქართველოშიც დიდია დაინტერესება.

ილიას უნივერსიტეტი ერთადერთია საქართველოში, სადაც არის ასტრონომიის, ასტროფიზიკის, ახლო კოსმოსისა და ატმოსფეროს მეცნიერებების სასწავლო პროგრამები. ილიას უნივერსიტეტის ამ მიმართულებების პროფესორები და მკვლევრები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერები არიან. სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებიდან მოდიან ჩვენთან, განსაკუთრებით მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე.

არის გარკვეული პრობლემები დასაქმების მხრივ საქართველოში. თუმცა წარმატებულ და დაინტერესებულ სტუდენტებს და კურსდამთვრებულებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა ან კვლევა უცხოეთშიც, მათ შორის წამყვან ინსტიტუტებშიც. ჩვენ ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.

– ილიაუნის და გიოტონგენის საერთო პროგრამა – მოგვიყევით ამის შესახებ.
ილიასა და გიოტინგენის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ ლემან ჰაუპტის პროგრამის ფარგლებში, ასტრონომია-ასტროფიზიკის მიმართულებით გვყავს სამი დოქტორანტი, რომელთან ხელმძღვანელები არიან ილიას უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერისტეტის პროფესორები:

ეკა გურგენაშვილის (ხელმძღვანელი ილიაუნიდან თეიმურაზ ზაქარშვილი, გოტინგენის უნივერსიტეტის მხრიდან ანსგარ რაინერსი) საკვლევი თემაა მოკლე-პერიოდული ცვლილებების ძიება მზის მსგავსი ვარსკვლავებში. ამ დოქტორანტურის ფარგლებში ორი სტატია მზადდება საემცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად.

მარიამ ალბექიონის (ხელმძღვანელი ილიაუნიდან ვასილ კუხიანიძე, გოტინგენის უნივერსიტეტიდან ლორან ჟიზონი) კვლევა შეეხება მზეზე მიმდინარე პროცესებს, კერძოდ მზის დიდმასშტაბიან როსბის ტალღების შესწავლას. მისი თანაავტორობით ერთი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა 2020 წელს და ახლა მზადდება კიდევ ერთი სტატია.

სალომე მჭედლიძე (ხელმძღვანელი ილიაუნიდან თინათინ კახნიაშვილი, გოტინგენის უნივერსიტეტის მხრიდანიენს ნიმაიარი) მუშაობს კოსმოლოგიის დარგში. მისი საკვლევი თემაა კოსმოსური მსხვილმასშტაბოვანი ველების წარმოშობის და ევოლუციის შესწავლა, პირველადი მაგნიტური ველების მიერ გამოწვეული ეფექტები. პროგრამის ფარგლებში მას ჰქპნდა არაერთი ვიზიტი გოტინგენში (მათ შორის DAAD-ის მხარდაჭერით).

ლემან ჰაუპტის ეს პროგრამა ითვალისწინებს ჯამში 1-წლიან ვიზიტს უცხოეთის უნივერსიტეტებში.

– ბატონო გიორგი, მოცემულ მომენტში რომელ პროექტზე მუშაობთ? დამოუკიდებლად მუშაობთ თუ ჯგუფთან ერთად?

მე ამას ამოცანებს ვუწოდებ, ამჟამად ვმუშაობ ოთხ ამოცანაზე: პირველი ამოცანა, რომელზეც დამოუკიდებლად ვმუშოაბ არის  სამი სხეულის ზოგადი ამოცანა და მზე-დედამწა-მთვარის დინამიკა. ძალიან საინტერესო ამოცანაა. შეიძლება ამოცანიდან გამოვიდეს, რომ დედამიწა მთლად იმ კეპლერის ორბიტაზე არ მოძრაობს, რომელიც ვიცი, რაც ვიცით, შეიძლება აპლიტუდური გასვლა-გამოსვლა გააჩნდეს მზის მიმართ. ეს ძალიან საინტერესოა, თუ ბოლომდე მოხერხდა ამის მიყვანა. მზის მონაცემებს ვიღებ NASA-ს თანამგზავრი კოსმოსური ტელესკოპიდან SDO-დან, იმისთვის რომ ჩემი თეორიული მოსაზრებები პრაქტიკულად დავამტკიცო მონაცემების საფუძველზე.

მეორე ამოცანა: ვარსკვლავთ გალაქტიკური ღია გროვების ორმაგობის და ჯერადობის შესწავლა – ეს საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ვარსკვლავები ძირითადად იბადებიან ღია გროვებში, რომელიც დაკავშირებულია ვარსკვლავთა ევოლუციასთან: თუ როგორ იბადენიან, ვითარდებიან და კვდებიან. დამატებით აღმოვაჩნეთ, რომ გროვები რომელიც აქამდე გვეგონა რომ ერთმაგია, აღმოჩნდა რომ შეიძლება იყოს ორბაგი, სამმაგი და ოთხმაგიც კი, მთელი რიგი სისტემებია. ჩვენი სამუშაო მდგომარეობს შემდეგში: ვადგენთ თუ როგორ უნდა გავიგოთ, რომელია ერთმაგი გროვა, რომელი ორგამი და ა.შ. ვარკვევთ ორმაგობა რამდენად სტაბილურია, დაიშლება თუ არა, ხდება თუ არა გროვათა შორის გაცვლა-გამოცვლა – ამ ყველაფრის შესწავლას ვახორციელებთ ამ ეტაპზე.

მესამე ამოცანა: ატმოსფერული ღამის ცის წითელი ხაზის ნათების ვარიაციები მზის აქტივობასთან კორელაციაში. ამაზე ჯგუფში ვმუშაობ, გოდერძი დიდებულიძესთან და მაია თოდუასთან ერთად. ამავე ამოცანაში შედის, თუმცა მაინც დამოუკიდებელი პროექტია, მონაცემების გაციფრულება. დედამიწის ატმოსფერული დაკვირვებების უზარმაზარი მასალაა დაგროვებული 1957 წლიდან მოყოლებული 2000 წლამდე. ყველა დამკვირვებელი, რომელიც ამ პერიოდში მუშაობდა, მასალას აკვირდებოდა ძირითადად ერთი კონკრეტული ხაზით, ეს შეიძლება ყოფილიყო ნატრიუმის ხაზი, ან ჰიდროქსილის ზოლი. ჩვენი მიზანია ამ მასალის სრული გაციფრულება.

– იყენებთ თუ არა ილიაუნის გამოთვლით ცენტრს?
მასალის გაციფრულება რომ ვახსენე, რადგან ზღვა მასალაა და ჩვენი ადგილობრივი კომპიუტერებით ამას ვერ დავძლევთ, სწორედ ამ მასალის დამუშავებისთვის დაგვჭირდება ისეთი ძლიერი საშუალება, როგორიცაა ილიაუნის გამოთვლითი ცენტრი.

– თქვენ თვლით, რომ ასტრონომიით ადამიანი პატარაობიდანვე უნდა დავაინტერესეოთ, რატომ ფიქრობთ რომ ეს მნიშვნელოვანია?
მე ვიტყოდი ასტრონომია არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიცაა ადამიანის და ზოგადად ცივილიზაციის განვითარებისათვის. ჩვენ თუ გვინდა განათლებული კულტურული თაობა, მასში წარმოდგენები სამყაროსა და ჩენი გარემოს შესახებ ბავშვობიდანვე უნდა ჩავდოთ. ასტრონომია პრაქტიკული მეცნიერებაა. დღევანდელ ბავშვებს ასტრონომია ძალიან აინტერესებთ, საჭიროა ამ საგნის სწავლება საშუალო სკოლებში, რადგან ასტრონომია გლობალური და მომავლის მეცნიერებაა.

ილიას სახელმწიფო უნივეერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური