ავტორიზაცია 29 უმაღლეს სასწავლებელს გაუხანგრძლივდება
ავტორიზაცია 29 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი წლით გაუხანგრძლივდება. აღნიშნული ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის და მისი მიზანი ავტორიზაციის ახალი კრიტერიუმებით გასავლელად უნივერსიტეტებისთვის მოსამზადებლად შესაბამისი დროის მიცემაა.
კანონპროექტის მიხედვით, ავტორიზაციის 5–წლიანი ვადის ერთი წლით გახანგრძლივება იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვისაა გათვალისწინებული, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში.
„იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას ნაცვლად 3 კრიტერიუმისა 7 კრიტერიუმით გაივლის და ამას სჭირდება მომზადება, ჩვენ ვითხოვეთ ცვლილება ვადასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები საშუალებას მისცემს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პირობებში, მომზადებულები შეხვდნენ ამ პროცესს და დაძლიონ ეს კრიტერიუმები“, – განმარტა EDU.ARIS.GE-სთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.
რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი და ცვლილებები მინისტრის ბრძანებაში
არაავტორიზებული სასწავლო დაწესებულებები შესაძლოა დაიხუროს
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება
by ARIS.GE-განათლება
-
სექტემბრიდან საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი გაორმაგდება – რა წერია 2027 წლის ბიუჯეტის ახალ ვერსიაში
by ARIS.GE-განათლება
-
რას ითხოვს განათლების მიმართულებით საქართველოსგან ევროკომისიის ანგარიში – დეტალები დოკუმენტიდან
by ARIS.GE-განათლება