„ავტორიზებული იქნება მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც მაღალი აკადემიური ხარისხი გააჩნია“
განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტების მონიტორინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, იმ უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლებსაც ავტორიზაცია გაუუქმდათ მობილობა გამოცხადდება.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მთავარი საზრუნავი განათლების ხარისხი გახლავთ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყოველ სტუდენტს, ყოველ აბიტურიენტსა და მის მშობელს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებსაც მაღალი აკადემიური ხარისხი გააჩნიათ.
,,როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე უნივერსიტეტეს შეუჩერდა ავტორიზაცია, სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე და მე, პირველ რიგში, მინდა მივმართო ავტორიზაცია შეჩერებული უნივერსიტეტის სტუდენტებს. ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, მათთვის ძალიან ძნელი მოსასმენია, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია, მაგრამ მინდა ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი და საშუალება ექნებათ თავისი სურვილისამებრ ისარგებლონ ამით და მობილობით გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში.
„ჩვენ, ჩვენი სამინისტრო და ხარისხის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად დაეხმარება მათ ამ პროცესში. რაც ითვალილსწინებს, მათთან კომუნიკაციას და უნივერსიტეტებთან ჩართულობას. ასევე ჩვენ აქტიურად ვიქნებით პროცესში ჩართულნი, იმისთვის რომ ყველა სტუდენტი იყოს დაკვალიანებული და ისინი გააგრძელებენ სწავლას ავტორიზებული უნივერსიტეტებში.
„ასევე მინდა მივმართო სტუდენტებს, რომ ნებისმიერ მათგანს, ვისაც სურვილი აქვს ამ თემაზე ჩემთან კიდევ უფრო დეტალურად ისაუბროს, მათთვის ჩემი კარი ღიაა და მე მზად ვარ დღესვე შევხვდე ამ სტუდენტებს და ამ პროცესზე ვისაუბროთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ
-
რომელ მაგისტრანტებს მოუწევთ ხელახლა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევაში ისწავლით უგამოცდოდ
by ARIS.GE-განათლება
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს