აწსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი სტუდენტთა IV სამედიცინო-სამეცნიერო ონლაინ კონფერენციას ჩაატარებს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტი 24 დეკემბერს სტუდენტთა IV სამედიცინო-სამეცნიერო ონლაინ კონფერენციას ჩაატარებს.
კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებაა: “COVID-19 და XXI საუკუნის მედიცინა”
სექციები:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა და COVID-19;
- კლინიკური მედიცინა და COVID-19;
- დისტანციური სამედიცინო განათლება;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა წარადგინოთ აბსტრაქტის
ელექტრონული ვერსიები ელ-ფოსტაზე:
salome.chikhladze1@atsu.edu.ge
Diana.tchankotadze@atsu.edu.ge
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.
გამოსაქვეყნებელი ნაშრომის აბსტრაქტი უნდა წარადგინოთ შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
- ფორმატი A4 ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
- აბსტრაქტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- გამოყენებული შრიფტი: ქართული სტატიისთვის Sylfaen, ინგლისური
- სტატიებისათვის Times New Roman.
- სტილი Normal
- შრიფტის ზომა -12
- სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1
- ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
საკონტაქტო პირები:
თამარ ვალიშვილი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – tamara.valishvili@atsu.edu.ge, ტელ. 5 77 13 18 81
სალომე ჩიხლაძე – კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის სპეციალისტი, salome.chikhladze1@atsu.edu.ge ტელ. 577 65 47 13
დიანა ჭანკოტაძე- კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის სპეციალისტი, Diana.tchankotadze@atsu.edu.ge ტელ. 597 66 98 89
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი