GE

აწსუ-ში ბავშვის უფლებების შესახებ ტრენინგ-სემინარები გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში ბავშვის
უფლებების შესახებ ტრენინგები გაიმართა. სამი დღის განმავლობაში სკოლის
მოსწავლეებმა, ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და
მეთოდისტებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა
ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა.

გაიმართა საინტერესო დისკუსიები და ჯგუფური მუშაობა ბავშვის უფლებებისა და
განათლების საკითხებზე, განიხილეს ბავშვის უფლებები სკოლამდელ
დაწესებულებებში, ტრენინგის შეჯამებისას ხაზი გაესვა თემატიკის აქტუალურობას და
მისი დანერგვის აუცილებლობას სწავლებაში. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი
ხედვები აღნიშნულ საკითხებზე და მიიღეს მონაწილეობა გამართულ დისკუსიაში.

სამდღიან სემინარს უძღვებოდნენ, ბავშვის უფლებათა ექსპერტები: ნატო ქობულაძე და
შორენა ტყემალაძე. ტრენინგი შეაჯამეს პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა მამული
ბუჭუხიშვილმა და „აიპ“ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების
დირექტორმა დავით წიტაიშვილმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის სექტემბერში ბავშვთა
უფლებათა ცოდნის ცენტრი გაერეოს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფინანსური ხელშეწყობით
გაიხსნა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური