აწსუ-ში ICPC 2022-ის ნახევარფინალი მიმდინარეობს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის ჩემპიონატის 2022-2023 წლების სეზონის ნახევარფინალი – ICPC 2022 ( International Collegiate Programming Contest) ტარდება.
მასში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი სასწავლებლების გუნდები მონაწილეობენ.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა, რექტორის მოადგილესთან, შალვა კირთაძესთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, სერგო სვანაძესთან ერთად, ჩემპიონატში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
დღეს გუნდური ტურნირის ფინალისტები გამოვლინდებიან, ხვალ კი ინდივიდუალური პირველობა გაიმართება.
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ართვინის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და ტარიელ ფუტკარაძისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ის სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესში გაიმარჯვეს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი