GE

აწსუ-ის „საშემსრულებლო ხელოვნების“ საბაკალავრო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – „საშემსრულებლო ხელოვნება (კლავიშიანი საკრავები, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები, ვოკალი, საგუნდო დირიჟორობა“).
საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა არის 4 წელი (8 სემესტრი). გამოცდები ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი – ორი შემოქმედებითი ტური ტარდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის N 23 კორპუსში (მისამართი: ქუთაისი, კ. გამსახურდიას ქ. N 43-ა)
პირველი შემოქმედებითი ტური-სპეციალობა – აბიტურიენტი წარმოადგენს შესაბამის საშემსრულებლო პროგრამას;

მეორე შემოქმედებითი ტური-მუსიკის თეორია, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს; ტესტი ჰარმონიასა და მუსიკის ელემენტარულ თეორიაში, სმენითი ანალიზი, კარნახის ჩაწერა;

მეორე ეტაპი ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში. აბიტურიენტები აბარებენ ორ სავალდებულო გამოცდას: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს სურს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, მან დამატებით უნდა ჩააბაროს მის მიერ არჩეული ერთი გამოცდა შემდეგი საგნებიდან: ისტორია/მათემატიკა/ლიტერატურა/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების მქონე ის აბიტურიენტები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს საგამოცდო ცენტრებში.

სპეციალობის გამოცდაზე შემოქმედებით ტურში მონაწილე აბიტურიენტთა რიგითობა განისაზღვრება ანბანური პრინციპით, ხოლო ვოკალის- სოლო აკადემიური სიმღერის სპეციალობის აბიტურიენტებისთვის – კონცერტმაისტერთა ანბანური პრინციპით.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს სურს დაწესებულებამ უზრუნველყოს კონცერტმაისტერით, მან რეგისტრაციის დროს უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 27 მაისიდან 2024 წლის 15 ივნისის ჩათვლით ყოველ დღე გარდა კვირადღისა 15.00 საათიდან 19.00 საათამდე.

შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 2024 წლის 19-22 ივნისს.

(მისამართი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის N 23-ე კორპუსი-ყოფილი სამუსიკო კოლეჯის შენობა, კ. გამსახურდიას ქ. N 43-ა).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რეგისტრირებულია რამოდენიმე სამუსიკო დაწესებულების საშემსრულებლო ხელოვნების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მან შემოქმედებითი ტურები უნდა გაიაროს ყველა რეგისტრირებულ სამუსიკო დაწესებულებაში.

აბიტურიენტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. განცხადება რექტორის სახელზე შემოქმედებით ტურებზე დაშვების თაობაზე (ფორმა ივსება ადგილზე);
2. ატესტატის/დიპლომის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
3. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
4. ოთხი ცალი ფოტოსურათი (ზომით 3×4) დისკთან ერთად;
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ვაჟებისთვის);
6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემისთანავე.

7. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: (0 431) 27 09 11; 599506451; 599158905;

შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები
განრიგი
შეფასების სისტემა

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური