აწსუ-ში პროფესორ მადონა მეგრელიშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ მადონა მეგრელიშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნა. მისი სახელი მესამე კორპუსში მდებარე 3316 აუდიტორიას მიენიჭა, რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა როლანდ კოპალიანმა და ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მეგრელიშვილმა გახსნეს.
ღონისძიებას რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლუკა დვალიშვილი, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები და პროფესორ მადონა მეგრელიშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ პატივი მიაგეს პროფესორ მადონას უდიდეს დამსახურებას ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის, უნივერსიტეტის, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე.
,,ამ კაბინეტის გახსნა იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ქალბატონმა მადონამ თავისი გზის მკვლევრებად დატოვა ამ ქვეყნად. ეს არის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი. მადლობა მინდა ვუთხრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს მისი ღვაწლის დაფასებისთვის, რადგან მადონა მეგრელიშვილი განეკუთვნება იმ ადამიანს, რომლის საქმიანობის დაფასებაც თაობების საქმე იქნება“, – განაცხადა რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.
პროფესორ მადონა მეგრელიშვილის სახელობის აუდიტორია იქნება ადგილი, სადაც ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტებს ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ ადამიანის ცხოვრებას, რომლის დამსახურებაც არის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და მისი აკადემიური პროგრამების წარმატება
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი