„ახალ სასწავლო წელს დამლაგებლების მაღალი ხელფასებით რომ შეხვედროდით, მოსწავლეებს იატაკის ხეხვა არ მოუწევდათ“ – ამბავი რეგიონიდან
ავტორი: ქეთი მოლაშვილი, საჯარო პოლიტიკის მმართველობის მაგისტრი, “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებელი
ძვირფასო მოსწავლეებო,
თქვენ ხართ სკოლის მოსწავლეები
და მშობლებო,
თქვენი შვილები, სკოლაში სასწავლებლად დადიან და არა დამლაგებლებად.
ძვირფასო სკოლის დირექტორებო და პედაგოგებო,
მოსწავლეებს უნდა შეუქმნათ სათანადო პირობები იმისთვის, რომ ისწავლონ
და როცა მოსწავლე მოვა სკოლაში,
დახვდეს ისეთი გარემო,
სწავლა რომ შეუყვარდეს ♡
შესაბამისად…
შესაბამისად,
კატეგოროულად მიუღებელია მშობლებისა და მოსწავლეების, მასწავლებლების დაბარება და კლასების დალაგება-დასუფთავება;
კატეგორიულად მიუღებელია მოსწავლეები დამლაგებლებად ამუშაოთ და ტილოები ხელით არეცხონოთ, ფანჯრები აწმენდინოთ, როცა სკოლას ჰყავს დამლაგებელი!
ძალიან გთხოვთ პატივი ეცით სასკოლო გარემოს და მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს ნუ აიძულებთ დამლაგებლის ფუნქციის შეთავსებას.
დამლაგებელი ვერ აუდის საქმეს?
მეორე დამლაგებელი მოითხოვეთ.
ორიც ვერ აუდის?
4 და 5 მოითხოვეთ,
საპირფარეშო მუდმივად სუფთა რომ იყოს
და კლასებიც!
არაა დამლაგებლისთვის სათანადო თანხა?!
და რატომ?
მასწავლებლის ხელფასი ხომ გაიზარდა?
ჰოდა რატომ არაა გაზრდილი სკოლის დამლაგებლების ხელფასები?
რატომ აკნინებთ დამლაგებლის სამუშაოს
და მიზერულ ხელფასზე რატომ ამუშავებთ?!
და ვინ დაალაგებს 250 ლარზე, ყოველდღიურად 20-მდე ოთახს?
ანუ დღეში 11 ლარს უხდით 20 ოთახის დალაგება-დასუფთავებაში?
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
გახსოვდეთ!
როდესაც სკოლაში მიდიხართ, სკოლა ვალდებულია შეგიქმნათ შესაბამისი სასწავლო გარემო,
რაშიც დაკრიალებული შენობა და საკლასო ოთახებიც შედის და არა, თქვენ არ უნდა ასუფთავებდეთ!
ძვირფასო სკოლის დირექტორებო,
მოითხოვეთ დამლაგებლის ხელფასის გაზრდა,
მერწმუნეთ ყოველთვის მოიძებნება საჭირო თანხა განათლებისთვის.
ბოლო-ბოლო, 10 შავ ჯიპს გაყიდიან, ჩვეულებრივ ავტომობილებზე გადასხდებიან და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, აღარ მოუწევთ იატაკების ხეხვა, ფანჯრების წმენდა და დასუფთავება.
განათლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავლისთვის, შესაბამისად ნება იბოძონ სხვა სამინისტროებმა, ჯიბეზე ხელი გაიკრან და გამონახონ თანხები სკოლაში შესაბამისი გარემოს შესაქმნელად!
და რატომ ვწერ ამ პოსტს,
რეგიონის სკოლებში,
დიდი ფუსფუსია,
მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს იბარებენ და სკოლებს ასუფთავებინებენ,
ახალ სასწავლო წელს უნდა შევხვდეთო!
სიგიჟეა!
ახალ სასწავლო წელს, დამლაგებლის მაღალი ხელფასებით რომ შეხვედროდით,
მაგალითად მეშვიდეკლასელ გოგოებსა და ბიჭებს, იატაკის ხეხვა არ მოუწევდათ!
პ.ს. ეს მახინჯი პრაქტიკა, შუა წელშიც გრძელდება, მოსწავლეებს აიძულებენ კლასის დასუფთავებას და მორიგეობას თავად მასწავლებლები აწესებენ!
ძვირფასო მშობელო,
თქვენს შვილს როდესაც სუფთად გამოაწყობთ და სკოლაში გაუშვებთ სასწავლებლად,
იმ დღეს, იატაკის ჯოხს აჭერინებენ ხელში და ოთახს აწმენდინებენ, ცოცხით ხელში იატაკს გვიან თქვენი შვილები სკოლაში, მაშინ, როცა სკოლას დამლაგებლის შტატი აქვს.
ჰოდა ძვირფასო მშობლებო,
იქნებდა დროა
იმის მაგივრად, შვილს იატაკის მოსარეცხად მიჰყვებოდეთ სკოლებში,
სკოლას მოსთხოვოს დამლაგებლის შტატი გაზარდოს.
როცა დასჭირდება,
მუნიციპალიტეტი წამებში ხომ გამოუძებნის პარტიულ შეხვედრებზე ტრანსპორტირებას სკოლის ადმინისტრაციას?
როცა დასჭირდება,
წამებში ხომ გამოაჩენს თანხას
ერთჯერადი დახმარებებისთვის?
ჰოდა საჭიროს თუ გახდით,
აუცილებლად გამოძებნიან საჭირო თანხას,
დამლაგებლებისთვის.
ასევე, გთხოვთ იმ სკოლის ხალხმა, სადაც ეს მავნე პრაქტიკა არაა, დაწეროთ კომენტარებში რა ხდება თქვენს სკოლებში და ასევე მშობლებმა ისიც კარგად დაწეროთ,
რომ თქვენი შვილები იმსახურებენ ჯანსაღ და სწორ სასწავლო გარემოს სკოლაში!
“ჩვენს ცუდს არ მალავს,
ეს ხომ ცხადი სიძულვილია,
ბრიყვნი ამბობენ…”
და დანარჩენი როგორცაა..
ილია ჭავჭავაძემ გვითხრა და ჰო,
სწორედაც რომ მქვნე პრაქტიკას ვამხელ,
რომ შეიცვალოს!
გთხოვთ ამის შემდგომ,
რომელიმე სკოლის შესახებ,
აღარ მომივიდეს ინფორმაცია,
მასწავლებლებს, მოსწავლეებს ან მშობლებს,
იატაკის მოხეხვა-მოკრიალებას და დამლაგებლობას აიძულებენ სკოლებშიო,
სიყვარულით,
ერთი ქიზიყელი, სიტყვის პირდაპირ მთქმელი გოგო.
ასევე იხილეთ:
-
„მასწავლებლის ახალი სქემის მთავარი კრიტიკული ხარვეზი“ – რა გახდება პედაგოგის პრიორიტეტი მოსწავლის ნაცვლად
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“
by თავისუფალი ტრიბუნა
-
მენტორი ახალ სქემაზე: „დოკუმენტის მიხედვით, სტატუსი ფორმალურად უვადოა, მაგრამ დანამატი პირდაპირ არის მიბმული ფუნქციურ ვალდებულებაზე“
by განათლებული ბლოგი