ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძვეელზე მომზადდა, უკვე პარლამენტშია და საკანონმდებლო ორგანო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.
კანონპროექტში საზოგადოებისთვის დღემდე არსებული სიახლეების გარდა, სასკოლო ცხოვრებაში დასანერგი სიახლეების არაერთი პასაჟი გვხვდება, რომლებიც უკავშირდებათ როგორც მოსწავლეებს ყველა საფეხურზე, ისე მასწავლებლებს და სასკოლო საზოგადოებას.
მათ შორის, საკანონმდებლო ინციატივით, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდა მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, შეეზღუდება სკოლაში საქმიანობის უფლება გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში, ვინაიდან, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, უზრუნველყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ კანონპროექტის შინაარსს უცვლელად:
“საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს ისეთი განათლების მიწოდებას, რომელიც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე