„ახალი ფორმულით მასწავლებლის სრული დატვირთვა 15 საათი იქნება და არა 18“ – განათლების მინისტრი დეტალებზე საუბრობს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, მასწავლებელთა განახლებული სახელფასო ფორმულით, პედაგოგის სრული დატვირთვა 15 საათი იქნება და არა 18. ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა დღეს, 17 ივნისს, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
განათლების მინისტრი ამბობს, რომ ახალი სახელფასო ფორმულა შეადგენს რამდენიმე კომპონენტს – მთავარი არის საათობრივი დატვირთვა, რომლის მიხედვითაც ისაზღვრება საათობრივი განაკვეთი, ასევე სტატუსი, სტაჟი, მასწავლებლის განათლება და სხვა რიგი კომპონენტების ერთობლიობა.
“ხელფასის ზრდა ეხება ყველა პედაგოგს, მიუხედავად დატვირთვისა, მათ შორის ყველა სტატუსიან პედაგოგს. სტატუსის დანამატი აუცილებლად იქნება და იქნება რანჟირებული და განსხვავებული. ბუნებრივია, მენტორს მეტი ექნება, წამყვანს – ნაკლები. ამ ფორმულის დეტალები ძალიან მალე გახდება ცნობილი, შესაბამისი ნორმატიული აქტი ახლა შევა ძალაში და გამოქვეყნდება. თუმცა პირდაპირ გეუბნებით – აქვს თუ არ აქვს სრული დატვირთვა 52 000 მასწავლებლიდან 70%-ს ამ ფორმულით უწევს 500 ლარით და ზევით მატება, 800 ლარამდე. აქ მარტო დატვირთვა არ არის, არის სტაჟი, განათლება(ბაკალავრია, მაგისტრი თუ დოქტორი), აქ არის სტატუსის კომპონენტი და დარჩენილ 25%-ს ექნება 300-ლარამდე მატება და რჩება დაახლოებით 5-დან 7%-მდე მასწავლებლები, რომლებსაც მინიმუმ 200 ლარით ყველას ეზრდება, იგულისხმება მცირე დატვირთვის…”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მასწავლებელს სტატუსი უნარჩუნდება, მაგრამ დანამატები ახალი ფორმულის შესაბამისად მიეცემათ.
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტრო: „800 ლარით ხელფასი 3000-მდე პედაგოგს გაეზრდება“
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება