ირაკლი კობახიძემ მასწავლებელთა სქემისა და ხელფასების ზრდაზე განცხადება გააკეთა – „ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება ანაზღაურება“
“ყველა პედაგოგს შრომის ანაზღაურება სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება”, – ამის შესახებ დღეს, 17 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სკოლის მასწავლებელთა სახელფასო ზრდა, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ნაბიჯი განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით.
პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას – შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი
“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას. სამომავლოდ შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი. ეს ზრდა გადანაწილდება არსებითად ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა ასევე რეგიონული განვითარება.
“მნიშვნელოვანი თემაა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება. ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც არის მასწავლებელთა კონტიგენტის 70%, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით; მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება სულ მცირე 300 ლარით და ყველა პედაგოგს შრომის ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 200 ლარით. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
განათლების სამინისტრო: „800 ლარით ხელფასი 3000-მდე პედაგოგს გაეზრდება“
პრემიერი ამბობს, რომ რეფორმების განხორციელება გაგრძელდება შემდგომი 4 წლის განმავლობაში, განათლება კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი იქნება.
“როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამავე თემაზე:
სად გაქრა პედაგოგთა ხელფასის 900-ლარამდე ზრდის დაპირება?! – წამყვანი მასწავლებელი კოლეგებს მიმართავს
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება