ახალი ქართულ–ფრანგული პროგრამა – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“
ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის შედეგად, 2012 წლიდან თსსუ–ში ამოქმედდა ქართულ–ფრანგული საბაკალავრო პროგრამა – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის („უნიმენი“, საფრანგეთი) ერთობლივი პროექტის საფუძველზე…
2012 წლის სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის I და II კურსზე 2 საპილოტო ქართულენოვანი ჯგუფი შეუდგება ამ პროგრამით სწავლას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის I და II კურსის ნებისმიერ სტუდენტს საშუალება აქვს, პირადი განცხადების საფუძველზე, სწავლა გააგრძელოს ახალი ქართულ–ფრანგული პროგრამით – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“.
ქართულ–ფრანგულ პროგრამაზე ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ სწავლა მიმდინარეობს:
საქართველოს მოქალაქეებისთვის – ქართულ ენაზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – ინგლისურ ენაზე.
კურსამთავრებულები მიიღებენ ბაკალავრის ხარისხის 2 დიპლომს:
1. ქართულ დიპლომს, აღიარებულს საქართველოს კანონმდებლობით;
2. ფრანგულ დიპლომს, აღიარებულს საფრანგეთის კანონმდებლობით.
-
8000–ლარიანი ემორის პროგრამა თსსუ–ში – რამდენად ხარისხიანია სამედიცინო განათლება საქართველოში
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის) პროგრამა
by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
-
თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო კლინიკის სამუშაო პროცესს გაეცნო
by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი