გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
უნივერსიტეტის მიერ 1-ელ მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გორის უნივერსიტეტი იმ 16 აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელს შორისაა, რომლებთანაც იუსტიციის სახლმა პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი