განახლებული ჩამონათვალი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროგრამები და უცხოენოვანი პროგრამები საქართველოს უნივერსიტეტებში
ინფორმაცია განახლებულია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ განახლდა და გამოქვეყნდა ჩამონათვალები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და უცხოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
4 მაისს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ დამატებით განმარტა, რომ წინამდებარე ჩამონათვალი მოიცავს ყველა იმ პროგრამას, რომელსაც ახლა ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ხოლო იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც 2026 წელს გამოცხადებულია მიღება, აბიტურიენტთა ცნობარშია ასახული.
“სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ვებგვერდზე ხელმისაწვდომია დღეისათვის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათ მიერ განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, უცხოენოვანი პროგრამების, ჩამონათვალი. აღნიშნული ინფორმაცია EMIS-ის ვებგვერდზე პერიოდულად ახლდება. ამასთან, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მოცემული პროგრამებიდან რომელზე ცხადდება მიღება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, ხელმისაწვდომია სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აბიტურიენტთა ცნობარში”, – წერია EMIS-ის მიერ მოწოდებულ განმარტებაში.
EDU.ARIS.GE – წარმოგიდგენთ სიებს:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები
უცხოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები
ასევე იხილეთ:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება